05 ოქტომბერი 2026,   15:45
ვრცლად
სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა გია შუბითიძე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს - სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. ჭიათურის სასამართლომ განიხილა შმაგი ღუღუნიშვილის საქმე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ანა გელაშვილს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კი იმსჯელა პაატა ცხადაძის საქმეზე მან სიძულვილის ენა ლაშა ფარულავას წინააღმდეგ გამოიყენა.

პროცესები იმართება თბილისშიც. სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა გია შუბითიძე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს.

"გია შუბითიძის მიმართ სამართალდარღვევის საქმის შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი დაიდენტიფიცირდა სოციალური ქსელის მეშვეობით.

შესაბამისად, დადგინდა სავარაუდო დამრღვევი პიროვნების ვინაობა, მოვიძიეთ წერილობითი და ვიდეომტკიცებულება, რომელიც ადასტურებს სამართალდარღვევის ფაქტს. დღეს სასამართლომ განიხილა აღნიშნული საქმე, დაადასტურა სამართალდარღვევის არსებობის ფაქტი და ბატონი გია შუბითიძის მიმართ სახდელის სახით გამოიყენა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით,"- აცხადებს შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი სალომე ქირია. 

დღის ამბები