05 ოქტომბერი 2026,   13:31
ვრცლად
წინასწარ იყო დაანონსებული, რომ ეს იყო დამხობის სცენარი, ამას მიესალმა ბრიუსელი მაშინ - თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე

ერთი წელი 2025 წლის 4 ოქტომბრიდან - ძალადობრივ მოვლენებს მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ იხსენებს და აცხადებს, რომ ერთი წლის წინ კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში ჩართული პირები საგარეო დაკვეთითა და ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ.

ხელისუფლების შეფასებით, სწორედ ამ კავშირით აიხსნება ის, რომ ბრიუსელის ოფიციალური პირები დედაქალაქში მომხდარ ძალადობასა და პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას დღემდე არ გმობენ.

"წინასწარ იყო დაანონსებული, რომ ეს იყო დამხობის სცენარი. სიტყვა დამხობა ჩვენ ხომ არ მოგვიფიქრებია, თვითონ [მოიფიქრეს]. მერე იქ წინ თავსართად რას წარუდგენ - დემოკრატიულ დამხობას თუ ლამაზ დამხობას, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. დამხობა არის დამხობა. ამას მიესალმა ბრიუსელი მაშინ და იმდენად იყვნენ დარწმუნებულები, რომ ერთი პატარა ნაბიჯიღა იყო გადასადგმელი და ყველაფერი დამთავრებული იყო, რომ აი, ყველა დანარჩენ ნაბიჯებზე, სცენარებზე უარი თქვეს. აფინანსებდნენ ამ რევოლუციურ პროცესებს, აფინანსებდნენ ამ უკანონო პროცესებს და კრახამდე მიიყვანეს ეს ორგანიზაციები, რომლებიც დღეს თავის თავს ოპოზიციას უწოდებენ, თუმცა უკვე პულსიც აღარ ესინჯებათ მათ უმეტესობას," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

ამ თემაზე გუშინ ვრცელი წერილი და ვიდეომასალა გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, "საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი არჩევნებით და არა შტურმით, რაც ოთხმა ოქტომბერმა დაადასტურა".

 

დღის ამბები