ევროპა ახლახან დათანხმდა, გამოათავისუფლოს დიზელის საწვავის უზარმაზარი მარაგი - ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება:
"ევროპა ახლახან დათანხმდა, გამოათავისუფლოს დიზელის საწვავის უზარმაზარი მარაგი, რომელიც მათ დიდი რაოდენობით აქვთ დაგროვილი. პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება..."- წერს ტრამპი.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გერმანიასა და საფრანგეთს მოუწოდა, შეამცირონ დიზელის მარაგები, რომელიც საგანგებო შემთხვევისთვის შეიქმნა, რათა ხელი შეუწყონ საწვავზე მსოფლიო ფასების შემცირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ დიზელის ექსპორტზე აკრძალვას დააწესებდა.