01 ოქტომბერი 2026,   15:37
ვრცლად
გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის ლევან ახობაძის პროცესი გაიმართა. მას აღვეთის ღონისძიება შეუცვალეს და 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღინიშნა, რომ აღარ არსებობდა მოწმეებზე ზეწოლის რისკი და ლევან ახობაძე დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მომდევნო პროცესი 6 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ახობაძეს ბრალდება წარდგენილი აქვს მუხლით, რომელიც მოხელის მიერ სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით ფულის მოთხოვნა/მიღებას გულისხმობს.

 

დღის ამბები