რა აწუხებს მოსახლეობას და რა პროექტები იგეგმება სოფლებში - ახალციხის მერია ადგილობრივებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და მხარის რწმუნებული ნაოხრებსა და აბათ-ხევს ეწვივნენ. განიხილეს სოფლებში არსებული მთავარი გამოწვევები. მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა ჩართულობა მათთვის პრიორიტეტია, ამიტომ შეხვედრები ყველა დასახლებაში გაიმართება.
"მნიშვნელოვანია მსგავსი სახის შეხვედრები ჩვენს მოქალაქეებთან, რადგან ვიგებთ არსებულ საჭიროებებს, გამოწვევებს, ვმსჯელობთ გამოწვევების გადაჭრის გზებზე. მსგავსი სახის შეხვედრები ჩვენ ყველა სოფელში გვექნება", - აღნიშნა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ვარლამ წიკლაურმა.