საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის ნაწილია, გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოები ჩატარდება.
სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების მიზნით, 28 სექტემბრიდან ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, მხოლოდ ღამის საათებში, დროებით შეიზღუდება: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 00:00-დან 07:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას - 02:00-დან 07:00 საათამდე.
აღნიშნული რეჟიმი ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს. დღის საათებში ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
შეზღუდვის პერიოდში, ფოთი-სარფის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ბათუმის შემოვლითი გზის 92-ე კმ-ზე არსებული მახინჯაურის სატრანსპორტო კვანძიდან ქალაქ ბათუმის გავლით იმოძრავებს და სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზას 109-ე კმ-ზე დაუკავშირდება.
სარფი-ფოთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმავე მარშრუტით, საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს.