"BIAFF 2026" დასრულდა. კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ჟიურიმ გამარჯვებული ნამუშევრები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინა. ძირითადი პრიზები ქართველმა რეჟისორებმა მიიღეს. მხატვრული ფილმების კონკურსში, საუკეთესო ფილმად - "დედოფალი ზღვასთან" დასახელდა.
ნომინაციაში - საუკეთესო რეჟისურა, პირველობა ლევან კოღუაშვილმა ფილმით "გურია" მოიპოვა.
საუკეთესო მსახიობ მამაკაცად, ამავე ფილმიდან, კახა ჭოლაძე დასახელდა.
"ბიაფის" სპეციალური პრიზი კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბრიტანელ პროდიუსერს მაიკ დაუნის და ქართველ რეჟისორ თემურ ბაბლუანს გადაეცათ. რიგით მეოცე, საიუბილეო BIAFF-ი რვა დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ფესტივალის ფარგლებში 100-მდე ფილმის ჩვენება მოეწყო.