27 სექტემბერი 2026,   03:23
ვრცლად
სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა.

1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. ​

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. 

დაუზუსტებელი მონაცემებით, ომს აფხაზეთში ქართულ მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
აფხაზეთიდან დევნილი 250 000-ზე მეტი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარე აცხადებს, რომ დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.
აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები იძულებულები გახდნენ, სახლები დაეტოვებინათ და სამშვიდობოს კავკასიის მთებიდან გასულიყვნენ.

დღის ამბები