28 სექტემბერი 2026,   01:26
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: საქმე გვაქვს სექტასთან, რომელიც ჩაკეტილია თავის თავში, სამყარო დაყოფილი ჰყავს ჩვენიანებად და სხვისიანებად, ევროკავშირი წარმოადგინეს, როგორც სალოცავი სიწმინდე

საქმე გვაქვს სექტასთან, რომელიც ჩაკეტილია თავის თავში, სამყარო დაყოფილი ჰყავს ჩვენიანებად და სხვისიანებად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ფუნდამენტალისტურმა ჯგუფებმა მხარი დაუჭირეს ერთ-ერთ მომღერალს, რომელიც ფაშისტური შეძახილების ავტორი იყო.

"გამოხმაურებებსაც ვაკვირდები და ეს გამოხმაურებები კიდევ უფრო მეტად ადასტურებს, რომ საქმე მართლაც გვაქვს სექტასთან, რომელიც ჩაკეტილია თავის თავში, სამყარო დაყოფილი ჰყავს ჩვენიანებად და სხვისიანებად. ვხედავთ მათ რეაქციებს ყველაფერზე, რაც კი მათი წარმოდგენით მათ სიწმინდეებს ეხებათ.​ სიწმინდეებად ჰყავთ გამოცხადებული უცხოელი პოლიტიკოსი, ასევე ევროკავშირი. ის, რისი ანტიპოდიც არის ევროკავშირი, ზუსტად ის თვისება მიაწებეს ევროკავშირს და წარმოადგინეს იგი, როგორც სალოცავი სიწმინდე, რომელიც უნდა იყოს ყველაფრის განმსაზღვრელი. არ შეიძლება მისი კრიტიკა, კითხვების დასმა. ამიტომაც აქვთ რეაქცია ევროკავშირისა და ბრიუსელის მიმართ ნებისმიერ კრიტიკაზე, ნებისმიერ კითხვაზე ცალკეულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რადგან ვეხებით მათ სიწმინდეებს. ამიტომაც ვხედავთ ფუნდამენდატალისტურ რეაქციებს. ეს ჯგუფი ფუნდამენტალისტურია, რადგან დაფუძნებულია ძალადობაზე. მათ მიმართ, ვინც არ იზიარებს იდეოლოგიას. ეს ძალადობა ჩვენ არაერთხელ ვნახეთ. ბოლოს მათ შორის ვნახეთ ერთ-ერთ მომღერალთან დაკავშირებული საკითხზე. ადამიანი, რომელიც არის ფაშისტური შეძახილების ავტორი, მისი გამხნევება დაიწყეს. დადასტურება და დათანხმება იმაში, რომ ასეთი ფაშისტური სლოგანები არის ის, რასაც ხელოვნებას ეძახიან. ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის წარმომადგენლობამაც კი დედის გინებას უწოდა გამოხატვის თავისუფლება, მონის ძახილს ქართული კულტურული მემკვიდრეობა,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

 

დღის ამბები