25 სექტემბერი 2026,   19:20
ვრცლად
პატრიარქი: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით, მხოლოდ ჩვენი ჭკუით შევძლებთ ქვეყნის გადარჩენას, გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით. რა არის კიდევ საჭირო ამისთვის? ღვთის ნება და ღვთის შეწევნა

მარტვილში ჭყონდიდელობას აღნიშნავენ. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სადღესასწაულო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა სრულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

პატრიარქის რანგში, ეს შიო მესამის პირველი ღვთისმსახურებაა ჭყონდიდის ეპარქიაში. მარტვილში იმყოფებოდა პირველი ლედიც.  

"დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძალიან წმინდა ადგილას, მარტვილის დიდებულ მონასტერში, სადაც მოღვაწეობდა წმინდა გიორგი ჭყონდიდელი, სადაც მასთან პირადად მოდიოდა დავით აღმაშენებელი, ეკითხებოდა მას რჩევებს, იღებდა ლოცვა-კურთხევას, საუბრობდნენ საქვეყნო საქმეებზე და ისინი ერთმანეთის ღვაწლს ავსებდნენ, ამიტომაც ეღირსნენ ღვთისგან ასეთ დიდ შეწევნას და წყალობას, რომ შემდეგ უკვე დავით აღმაშენებელმა განავრცო საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. და, ამ ორი დიდი მოღვაწის ცხოვრების მაგალითზე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ბიბლიურ ჭეშმარიტებაში, რომ თუ ჩვენ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით, მხოლოდ ჩვენი ჭკუით შევძლებთ ქვეყნის გადარჩენას, გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით თუ ასე ვიფიქრებთ. რა არის კიდევ საჭირო ამისთვის? ღვთის ნება და ღვთის შეწევნა. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დალოცოს ჭყონდიდის ეპარქია, ღმერთმა დალოცოს სამეგრელო, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მოგვანიჭოს გამთლიანება, გადარჩენა, მშვიდობა და წყალობა ღვთისა, ამინ," - განაცხადა შიო მესამემ.

დღის ამბები