საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.