22 სექტემბერი 2026,   09:27
ვრცლად
საპატიო ზუგდიდელები, ზუგდიდის საპატიო მოქალაქეები და ზუგდიდის საპატიო მოღვაწეები დააჯილდოვეს

საპატიო ზუგდიდელები, ზუგდიდის საპატიო მოქალაქეები და ზუგდიდის საპატიო მოღვაწეები დააჯილდოვეს. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, სიმბოლურად, ზუგდიდის გასაღებები და სიგელები გადაეცათ. საზეიმო ღონისძიება დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული სასახლის ეზოში გაიმართა. 

"ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებდნენ ჩვენი მხრიდან პატივისცემას და გვერდში დგომას. ისინი არიან გამორჩეულები თავიანთ საქმიანობაში, ისინი არიან პროფესიონალები და თავიანთი მაღალი მოქალაქეობრივი, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობით შექმნეს ამ ქალაქის თანამედროვე ისტორია და ყოველდღიურად გააძლიერეს ეს ქალაქი და სწორედ ამისთვის მათ ძალიან დიდი მადლობა", - აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა.

ზუგდიდში იყო კონცერტიც - თამარ გვერდწითელის, ნიკოლოზ ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით სიმფონიური ორკესტრის და ანსამბლ "ოდოიას" მონაწილეობით. ღონისძიება ზუგდიდის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.

"დაუვიწყარი საღამო გამოვიდა და ჩვენც ჩვენი პატარა წვლილი შევიტანეთ, რომ აჟღერდა ასეთი შესანიშნავი მუსიკა. როგორც გაირკვა, მაყურებელმა ძალიან თბილად მიიღო და უღრმესი მადლობა ყველას იმას, ვინც დღეს აქ იყო, აქ ბრძანდებოდა და კიდევ ერთხელ ვულოცავ საპატიო მოქალაქეებს ამ დიდი ჯილდოს მიღებას", - აცხადებს მომღერალი თამარ გვერდწითელი.

დღის ამბები