21 სექტემბერი 2026,   19:12
ვრცლად
ირაკლი კობახიძე დღეს მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას ორგანიზებით ტარდება - ლევან ჟორჟოლიანი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას ორგანიზებით ტარდება.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძეს საშუალება ექნება სამიტის მონაწილეებს მიმართოს:

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაიწყო. პრემიერ-მინისტრს აქვს დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრები, ასევე ის მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე საერთაშორისო პლატფორმაზე, დისკუსიებში. დღეს ის მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას ორგანიზებით ტარდება და მას ექნება საშუალება მიმართოს სამიტის მონაწილეებს,"- აცხადებს ლევან ჟორჟოლიანი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალურ დებატებზე სიტყვით ხუთშაბათს გამოვა. ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერი ასევე ჩაერთვება "მრავალმხრივი პარტნიორობის" სამიტსა და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება.

დღის ამბები