21 სექტემბერი 2026,   11:43
ვრცლად
პატრიარქი დღეს წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს - ღვთისმშობლობას აღნიშნავს. ქვეყანაში მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III საეკლესიო მსახურობას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს. მსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ღვთისმშობლის შობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.

დღის ამბები