16 სექტემბერი 2026,   13:20
ვრცლად
ლოს-ანჯელესში ავიაკატასტროფას 3 ადამიანი ემსხვერპლა - მძიმეა 2 დაშავებულის მდგომარეობა

ლოს-ანჯელესში ავიაკატასტროფას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მძიმეა 2 დაშავებულის მდგომარეობა. ჩამოვარდა ტელეკომპანია NBC-ის ვერტმფრენი, რომელიც ქალაქის გარეუბანში მომხდარ ავარიას აშუქებდა.

საგზაო შემთხვევისას, ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილას ხანძარი გაჩნდა.

სამაშველო ოპერაციაში 70-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. მომხდარის მიზეზებს შტატების ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო იძიებს.

დღის ამბები