17 სექტემბერი 2026,   04:37
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 16 სექმტემბერს დღის სხვადასხვა მონაკვეთში გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აბონენტებს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 სექტემბერს 11:00-დან 11:05 საათამდე და 13:55-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მისაქციელი, საგურამო, ცხვარიჭამია, ნავდარაანთკარი, ბურიანი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში. 15:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში - ახალი ნიჩბისი, ქვემო და ზემო ნიჩბისი, სასხორი, ძეგვი.

11:00-დან 11:05 საათამდე და 13:55-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - ახატანი, ჭოპორტი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 17:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღულელები, გუდანელები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები