08 სექტემბერი 2026,   14:19
ვრცლად
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა დაიწყო

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა დაიწყო. მთავარი თემები იქნება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, უკანონო ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზზე გადასასვლელ პუნქტებზე მოძრაობის გრაფიკის ცვლილება.

"მთავარ თემას კვლავ, სამწუხაროდ, წარმოადგენს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი და დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 12 პირი. ასევე, ვიმსჯელებთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ინციდენტებზე, ვგულისხმობ უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციას. ასევე, დღევანდელი დღის განხილვის საგანი იქნება თავისუფალი გადაადგილების საკითხი. მოსაბრუნის, ე.წ. გადასასვლელი, იმუშავებს ყოველკვირეულად: ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას, ხოლო ქარძმანისა და პერევის გადასასვლელები იმუშავებენ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს", - აცხადებს , - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოქალაქეთა უკანონო დაკავების ყველა შემთხვევა გათავისუფლებით დასრულდა. დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის 4 შემთხვევა. ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 12 მოქალაქე.

 

დღის ამბები