07 სექტემბერი 2026,   12:55
ვრცლად
აშშ-ში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულია 5 ადამიანი

მსხვერპლი მოჰყვა ავიაკატასტროფა შტატებში. დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის, პილოტი და თანაპილოტი. არიან დაშავებულები, მათგან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მაიამის აეროპორტში Amazon-ის სატვირთო თვითმფრინავი დაშვებისას ბილიკიდან გადავიდა და ავტომობილებს შეეჯახა, გაჩნდა ხანძარი. ადგილზე 60-ზე მეტი სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა.

ინციდენტის გამო, მაიამის აეროპორტში რეისები სრულად გაუქმდა. კატასტროფის მიზეზებს აშშ-ის საავიაციო მარეგულირებელი უწყებები იძიებენ.

დღის ამბები