კახეთის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება.
სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერ ვაჟა მაღრაძესთან ერთად, ქალაქ თელავში N3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ადგილზე გაეცნო.
საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 324 12 ლარს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახლად რეაბილიტირებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი 200 აღსაზრდელს მოემსახურება.