თბილისში ოფიციალური ვიზიტით თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფება.
სულხან თამაზაშვილი თურქ კოლეგას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა გაფართოებულ
ფორმატში შეხვედრა უკვე გამართეს, რის შემდეგაც გაიმართა ერთობლივი ბრიფინგი.
აქცენტი გაკეთდა ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტებზე. ორი ქვეყნის პოლიციის აკადემიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
"მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრს ჩემი საქართველოში მოწვევისთვის. ჩვენ ქვეყნებს ისტორიული კავშირები აქვთ. ვისაუბრეთ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე და შემდგომი გაღრმავების მიმართულებით სამომავლო პრიორიტეტებზე. ასევე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობაზე,"- განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფთჩმა.