18 აგვისტო 2026,   03:16
ვრცლად
საქართველოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2025 წელს 1.9 მილიარდ დოლარს გადააჭარბა - საქსტატი დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 900 000 000 დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 19.3%-ით მეტია, ხოლო 2025 წლის წინასწარ მონაცემებს 12.5%-ით აღემატება.

ასევე დაზუსტდა 2021 წლიდან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, საქსტატის ცნობით, 2025 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 82.5% შეადგინა. 

"გაიზარდა პირდაპირ უცხოური ინვესტიციების დონე, დაზუსტდა მაჩვენებლები,  281 000 000 დოლარს გადააჭარბა პირველი კვარტლის მაჩვენებელმა 2026 წლისა, ხოლო გასული წლის, ანუ 2025 წლის მაჩვენებელი 1 900 000 000 დოლარზე მაღალია. გაიზარდა წინა წლების მაჩვენებლის და ბოლო 4 წლის საშუალო მაჩვენებელი 1 955 000 000 დოლარზე მაღალია. საქართველო არის მიმზიდველი ქვეყანა ინვესტიციებისათვის, ინვესტორებისათვის და ბუნებრივია, ეს კონვერტირდება მაღალ ეკონომიკურ ზრდაში", - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.

დღის ამბები