04 აგვისტო 2026,   21:25
ვრცლად
საუდის არაბეთის აეროპორტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰუსიტებმა აიღეს

იემენში მოქმედი ჰუსიტი ამბოხებული ძალების წარმომადგენელმა, იაჰია სარიმ, X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ჰუსიტებმა საუდის არაბეთის სამხრეთ-დასავლეთით, იემენის საზღვართან ახლოს მდებარე ნაჯრანის აეროპორტზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ABC NEWS-ი ავრცელებს.

სარიმ განმარტა, რომ დრონით განხორციელებული თავდასხმა ზუსტი იყო.

მედიის ინფორმაციით, საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ჰუსიტების განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

დღის ამბები