ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი სეუტაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობა არსებული გამოწვევების საპასუხოდ ყველა საჭირო რესურსს იყენებს.
მისი თქმით, ესპანური მხარე მჭიდრო კავშირშია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ქალაქში სტაბილურობა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს.
"ესპანეთის მთავრობა სრულად არის მობილიზებული, რათა სეუტაში შექმნილ ვითარებას დაუყოვნებლივ უპასუხოს. ჩვენ ვიყენებთ ყველა საჭირო რესურსს, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მაროკოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან. ვამზადებთ აუცილებელ ზომებს, რათა ქვეყანაში ნორმალური ვითარება რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს. ახლახან ვესაუბრე სეუტის მერს. ახლა პასუხისმგებლობითა და თანამშრომლობით გამოსავლის პოვნის დროა," - აცხადებს სანჩესი.