30 ივლისი 2026,   19:06
ვრცლად
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას სამომავლო ხედვა, გეგმები და პრიორიტეტები გააცნო. სტრატეგიული დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

"სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მოსახლეობა ამ დოკუმენტის განხილვაში აქტიურად ჩაერთო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან თითოეული მოქალაქის ჩართულობით, სწორედ მათი საჭიროებიდან გამომდინარე უნდა დაიგეგმოს ჩვენი ყველა სამომავლო პროექტი", - აცხადებს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია.

დღის ამბები