30 ივლისი 2026,   17:51
ვრცლად
მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.

ფესტივალი 2 სექციისგან შედგება, მოკლემეტრაჟიანები, სადაც ჟანრი თავისუფალია ანიმაციიდან დოკუმენტურამდე და სრულმეტრაჟიანი მთის თემატიკის, რომელზეც გაიცემა მიხეილ ხერგიანის სახელობის პრიზი. ფესტივალს აქვს 4 ტიპის ჯილდო - გრანპრი, მთის თემატიკის პრიზი, მოკლემეტრაჟიანის ფილმების პრიზი და ერთი თავისუფალი პრიზი, რომელსაც ჟიური თავის სურვილისამებრ გადაწყვეტს.

მესტიის კულტურის ცენტრის ფოეიში მოეწყო მთისადმი მიძღვნილი გამოფენაც.

დღის ამბები