30 ივლისი 2026,   00:12
ვრცლად
სამწუხარო იქნება, თუ უკრაინაში კორუფციის კიდევ ერთი ფაქტი დადასტურდება - ზვიად შალამბერიძე

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე უკრაინაში შესაძლო კორუფციულ შემთხვევებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ, ომის ფონზე, მსგავსი ფაქტების დადასტურება განსაკუთრებით სამწუხაროა.

მისივე თქმით, აქამდე გამოვლენილ შემთხვევებზე უკრაინელ მაღალჩინოსნებს შესაბამისი პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ.

"სამწუხარო იქნება, თუ დადასტურდება კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც დაკავშირებულია კორუფციულ საქმიანობასთან იმ პერიოდში, რა პერიოდშიც მიმდინარეობს ქვეყანაში საომარი მოქმედებები და უდანაშაულო ადამიანები იხოცებიან. რაც გამოვლინდა აქამდე, ჩვენ არავინ გვინახავს უკრაინული მხარის მაღალჩინოსნები დასჯილი. უბრალოდ, ერთადერთი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს, არის მათი თანამდებობიდან გადაყენება, მეტი არაფერი", - აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

დღის ამბები