29 ივლისი 2026,   13:49
ვრცლად
აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება განახლდა

აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება განახლდა. ისლამურმა რესპუბლიკამ იორდანიაში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმები განახორციელა.

ცენტრალური სარდლობის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველა რაკეტის ჩამოგდება შეძლეს. საპასუხოდ, აშშ-ისა და საუდის არაბეთის ძალებმა ერაყის აღმოსავლეთით, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების სამხედრო ობიექტები დაბომბეს.

ესკალაციაა ჰორმუზის სრუტეშიც, სადაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა სამ ნავთობტანკერზე მიიტანა იერიში. ამ ფონზე, მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასი იზრდება.

"ბრენტის" მარკის ნავთობის ღირებულებამ ბარელზე 87 დოლარს მიაღწია.

დღის ამბები