უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოვალურ კაბინეტში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.
ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიები, დიპლომატიური პროცესის განახლება და მშვიდობის მიღწევის გზები განიხილეს.
"კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში. მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ერთობლივად ვაკეთებთ უკრაინელების სიცოცხლის დასაცავად და მშვიდობასთან დასაახლოებლად.
პირველ რიგში, პრეზიდენტ ტრამპს სამძიმარი გამოვუცხადე ლინდსი გრემის გარდაცვალების გამო. ის უკრაინის ნამდვილი მეგობარი იყო.
პრეზიდენტთან განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიები და რამდენიმე სხვა იდეა, რაც შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს. ასევე ვისაუბრეთ დიპლომატიაზე - მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ პროცესს ახალი სული შთაებეროს.
ჩვენი გუნდები შეათანხმებენ შემდგომი კომუნიკაციის დეტალებს. მადლობელი ვარ ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.