მართლმადიდებელი ეკლესია 28 ივლისს წმინდა მოწამეთა კვირიკეს და ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ადგილობრივები დილიდან, წმინდა ივლიტას სახელობის ტაძარში შეიკრიბნენ. ტრადიციულად გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება. მათ შორის სოფლის ცენტრში საჭიდაო არენაზე ჩატარდა ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.