28 ივლისი 2026,   17:05
ვრცლად
ევროკავშირი არის საქართველოსთვის შესაძლებლობა, რომ იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და, მათ შორის, აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა - ანა წითლიძე

ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმების გერმანულ ინიციატივას უკვე 12 ქვეყანა შეუერთდა. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ თუკი ეს ინიციატივა განხორციელდა, ევროკავშირი, თითქმის გარანტირებულად, თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა.  

განსხვავებულია შეფასებები სხვა პოლიტიკურ პარტიებში - პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოსთვის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობას წარმოადგენს. 

“მე არ ვიცი, რა წყაროს ეყრდნობით. არა, ნამდვილად, ხომ შემიძლია რაღაცაზე არ მქონდეს ინფორმაცია?! მე შემიძლია ერთი რაღაცა გითხრათ, მარტო დარჩენილი საქართველო რუსეთთან პირისპირ, ვერ იქნება ვერც თავისუფალი და ვერც დამოუკიდებელი. ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა, ევროკავშირი არის საქართველოსთვის შესაძლებლობა, რომ იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და, მათ შორის, აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა“, - აცხადებს პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა წითლიძე.

დღის ამბები