კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მიხაილო ფედეროვის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებას კვლავ აპროტესტებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობებით, კიევში ჩატარებულ აქციაზე 500-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. აქციის მონაწილეები მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვდნენ.
ფედოროვის განცხადებით, პოსტის დატოვება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან კონფლიქტის გამო მოუწია.