26 ივლისი 2026,   12:12
ვრცლად
ნინო ჯიშკარიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება 

ახალგაზრდა ქალს, ნინო ჯიშკარიანს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. მას საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, მკურნალობა კი სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.

"დღეს თქვენი თანადგომა ერთ არაჩვეულებრივ ადამიანს სჭირდება.

ნინო მარტოხელა დედაა, რომელიც წლებია საკუთარ შვილს მარტო ზრდის. მისი პატარა ცერებრალური დამბლით არის დაავადებული და ნინო მთელი ცხოვრება შვილს სიყვარულითა და თავდადებით უვლის.

სამწუხაროდ, ახლა თავად ნინოს დაუდგინდა საშვილოსნო ავთვისებიანი სიმსივნე. სასწრაფოდ გაემგზავრა თურქეთში, სადაც მკურნალობის სრული ღირებულება 24 000 დოლარს შეადგენს.

ეს ოჯახი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ყველა ლარი, ყოველი გაზიარება და კეთილი სიტყვაც კი მათთვის დიდი იმედია.

თუ გაქვთ შესაძლებლობა, გთხოვთ, გვერდში დავუდგეთ ნინოს. ერთად შეგვიძლია, ამ რთულ გზაზე იმედი გავუჩინოთ და დავანახოთ, რომ ის მარტო არ არის.

თუ დახმარება არ შეგიძლიათ, გთხოვთ, მაინც გააზიარეთ ეს პოსტი, შესაძლოა სწორედ თქვენმა გაზიარებამ მიაწვდინოს ხმა ადამიანს, რომელიც შეძლებს დახმარებას", - წერს ნინო ჯიშკარიანის ახლობელი.

დახმარების სურვილისა და შესაძლებლობის შემთხვევში, თანხა შეგიძლიათ დარიცხოთ შიმდეგ ანგარიშებზე:

GE06TB7218445068100045 თიბისი. მიმღები - ნინო ჯიშკარიანი

GE35LB0711115492272000 ლიბერთი ბანკი

GE67BG0000000161702387 საქართველოს ბანკი. მიმღები -  ანა ჩირგაძე

დღის ამბები