25 ივლისი 2026,   16:20
ვრცლად
სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და ნიკო ხურცილავა გაათავისუფლა სასამართლო დარბაზიდან, მოინანია, თუმცა ამ სხდომაზე ამას დიდი მნიშვნელობა არ ეძლევა - ადვოკატი შოთა მირველაშვილი

ონისე ოქრიაშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ ნიკო ხურცილავას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლემ ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ადვოკატი ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას, პროკურატურა კი 5000-ლარიან საპატიმრო გირაოს ითხოვდა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებული ონისე ოქრიაშვილს ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, 22 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდა, მოგვიანებით კი საგამოძიებო უწყებაში თავად გამოცხადდა.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა - ჩვენი შუამდგომლობა იყო კლასიკური გირაო, ხოლო პროკურატურის შუამდგომლობა იყო გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და ნიკო ხურცილავა გაათავისუფლა სასამართლო დარბაზიდან. მოინანია, თუმცა ამ სხდომაზე ამას დიდი მნიშვნელობა არ ეძლევა - სიღრმისეულად დეტალებში არ შევდივართ უშუალოდ დანაშაულის შესახებ, ვიხილავთ პიროვნებას და სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობას," - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა, შოთა მირველაშვილმა.

დღის ამბები