25 ივლისი 2026,   08:20
ვრცლად
ვფიქრობ, ისინი ბევრად უფრო სერიოზულები არიან, ვიდრე ოდესმე გვინახავს - დონალდ ტრამპი ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე 

აშშ ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ირანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ და მას მიაჩნია, რომ თეირანი ამ პროცეს უფრო სერიოზულად უდგება. 

"ჩვენ ვესაუბრებით მათ. ვფიქრობ, დღეების სვლასთან ერთად ისინი სულ უფრო და უფრო სერიოზულები ხდებიან, შესაძლოა აშკარა მიზეზის გამოც, მაგრამ ახლა მათთან ვსაუბრობთ,"- განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში.

"ვფიქრობ, ისინი ბევრად უფრო სერიოზულები არიან, ვიდრე ოდესმე გვინახავს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეთანხმებას აუცილებლად მივაღწევთ" - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

კითხვაზე, აშშ-ს მხრიდან ვინ იყო ჩართული ირანელებთან მოლაპარაკებებში, პრეზიდენტმა უპასუხა "დაახლოებით ყველა" და აღნიშნა, რომ პროცესში ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო არიან ჩართულები. 

ტრამპის ასევე აცხადებს, რომ არ ჩქარობს შეთანხმების მიღწევას ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე.

"ჩვენ ეს სწორად უნდა გავაკეთოთ"- თქვა მან.

დღის ამბები