25 ივლისი 2026,   14:37
ვრცლად
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამშაბათს, თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამშაბათს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება - ამის შესახებ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ვიზიტი ტრამპის მოწვევით იმართება.

ნეთანიაჰუს მეშვიდე ვიზიტი აშშ-ში ტრამპთან შესახვედრად მას შემდეგ იგეგმება, რაც უკვე ორი კვირაა ამერიკა ირანზე ყოველდღიურ იერიშებს ახორციელებს, ხოლო ტრამპი თეირანს ჰორმუზის სრუტეში თითოეულ თავდასხმულ ხომალდზე ხიდებისა და ელექტროსადგურების დაბომბვით ემუქრება.

აშშ-ში ვიზიტისას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის დაკრძალვას, რომელსაც ნეთანიაჰუმ "ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარი" უწოდა.

დღის ამბები