25 ივლისი 2026,   06:43
ვრცლად
რუსეთის რეგიონებში მდებარე ონლაინმაღაზიების საწყობები და ლოგისტიკური ცენტრები უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბალისტიკური რაკეტების სამიზნე გახდა

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა და ბალისტიკურმა რაკეტებმა ღამით იერიში მიიტანეს რუსეთის რეგიონებში მდებარე ონლაინმაღაზიების საწყობებსა და ლოგისტიკურ ცენტრებზე. მასშტაბური ხანძარია პეტერბურგში: დარტყმებმა გაანადგურა უმსხვილესი ლოგისტიკური კომპლექსები.

ხანძრის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. ანალოგიური ვითარებაა სიმფეროპოლშიც, ტვერში სასაწყობე ცენტრიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. პარალელურად, რუსეთის თავდასხმის სამიზნე გახდა უკრაინის რეგიონები. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 9 ლოკაციაზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ.

 

 

დღის ამბები