25 ივლისი 2026,   02:07
ვრცლად
გაეროს მომავალი გენერალური მდივნის თანამდებობაზე წარდგენილმა ექვსმა კანდიდატმა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ საჯარო დებატებში მიიღო მონაწილეობა

გაეროს მომავალი გენერალური მდივნის თანამდებობაზე წარდგენილმა ექვსმა კანდიდატმა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ საჯარო დებატებში მიიღო მონაწილეობა.

ერთ-ერთი მათგანი ანტონიო გუტერეშს შეცვლის, რომლის 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ბოლოს იწურება. Reuters-ის ინფორმაციით, ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელს სერიოზულ გამოწვევებთან მოუწევს გამკლავება, მათ შორის - გლობალურ კრიზისებთან, გაეროს ავტორიტეტის შესუსტებასთან, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების აუცილებლობასთან და ფინანსურ პრობლემებთან.

კანდიდატების შერჩევის პროცესი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს არაფორმალური კენჭისყრით გაგრძელდება, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

დღის ამბები