ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა სამგორის რაიონს - სამუშაოები ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე 2 500 კვ.მ ფართობზე განხორციელდა.
მოეწყო მოსასვენებელი სივრცე და პავილიონი, ასევე, ბავშვთა გასართობი და სპორტული სივრცე; დამონტაჟდა გარე განათება და სარწყავი სისტემა. ტერიტორია შემოიღობა დამცავი ჯებირებით, აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით და გამწვანდა ხე-მცენარეებით.
პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 474 000 ლარი დაიხარჯა.