24 ივლისი 2026,   12:58
ვრცლად
საქპატენტისა და ELSA-ს საზაფხულო სკოლამ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ათეულობით უცხოელ სტუდენტს უმასპინძლა

საქპატენტისა და ELSA-ს საზაფხულო სკოლამ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ათეულობით უცხოელ სტუდენტს უმასპინძლა.

ევროკავშირის წევრი 9 სახელმწიფოს, ასევე დიდი ბრიტანეთის, მონტენეგროს, სერბეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ფარგლებში, საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრში ინტენსიური აკადემიური პროგრამა გაიარეს.

შეისწავლეს დაცვის სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის: გამოგონებები, საპატენტო სისტემა, სასაქონლო ნიშნები, სამრეწველო დიზაინი, გეოგრაფიული აღნიშვნები, საავტორო და მომიჯნავე უფლებები.

დღის ამბები