სიდნეიში მიმდინარე წყალბურთის „მსოფლიოს თასის“ ფინალურ ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი იტალიასთან გამართა - შეხვედრა 12:18 დასრულდა.
შეხვედრას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, დიმიტრი აბდუშელიშვილი დაესწრნენ.
საქართველოს ნაკრებმა ფინალში ასპარეზობის უფლება "მსოფლიოს თასის" 2026 წლის მეორე დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის დამარცხების შემდეგ ისტორიაში პირველად მოიპოვა.
„სამწუხაროდ, მსოფლიო თასის სუპერფინალში პირველ მატჩში ჩვენ წავაგეთ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან, იტალიის უძლიერეს ნაკრებთან. მე მინდა, თითოეულ წყალბურთელს ჩვენი ქვეყნისა მადლობა გადავუხადო ამ ბრძოლისთვის, ახლოს ვიყავით პერიოდულად იმასთან, რომ ყოფილიყო ფრე. მიმდინარეობს ეს მსოფლიო თასი, დარწმუნებული ვარ, რომ სხვა თამაშებში ჩვენი ნაკრები წარმატებას მიაღწევს და მინდა ვუსურვო წარმატებული ასპარეზობა ამ მსოფლიო თასში“, - აცხადებს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე.