24 ივლისი 2026,   03:14
ვრცლად
ჩვენს ელჩებს რწმუნებათა სიგელებს უნდა გადასცემდნენ დაუყოვნებლივ და არა 10 თვის ლოდინის შემდეგ - გიორგი შარაშიძე

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე წაიშალა გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

პარლამენტის ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, საქართველოს ელჩისთვის რწმუნებათა სიგელები დაუყოვნებლივ უნდა გადაეცათ და არა 10-თვიანი ლოდინის შემდეგ. მისივე თქმით, ელჩს შექმნილ ვითარებასთან კავშირი არ აქვს და მმართველი გუნდი პასუხისმგებლობის მასზე გადატანას უსაფუძვლოდ ცდილობს.

„ჩვენს ელჩებს რწმუნებათა სიგელებს უნდა გადასცემდნენ დაუყოვნებლივ და არა 10 თვის ლოდინის შემდეგ. მაგ ელჩი არაფერ შუაში არ არის, ასე რომ, ტყუილად ცდილობს „ოცნება“, ელჩს გადააბრალოს ყველაფერი“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე.

დღის ამბები