23 ივლისი 2026,   18:21
ვრცლად
საქართველოს ელჩმა გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე წაიშალა გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.
ქართულ ოცნებაში იმედოვნებენ რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობა ისტორიულ ნიშნულს დაუბრუნდება. მმართველი გუნდი გერმანული მხარისგან სიტუაციის გამოსწორების მცდელობაზე საუბრობს.

შეგახსენებთ, ალექსანდრე კარტოზია აღნიშნულ პოსტზე 10 თვის წინ დაინიშნა.

 

დღის ამბები