ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში, რეკორდული ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრებს ებრძვიან. საფრანგეთში, ხანძრის გამო, სახლების დატოვება 600 ადამიანს მოუწია. გადამწვარია 100 ჰექტარი, გადაკეტილია საქალაქთაშორისო მაგისტრალების ნაწილი.
სამუშაოებს სიცხე და რთული რელიეფი ართულებს, ესპანეთში კი ხანძარმა 32 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. უსაფრთხოების მიზნით, ევაკუირებულია 34 სოფლის მოსახლეობა.
წითელი დონეა გამოცხადებული სიცილიაზეც. რეკორდული სიცხეა საბერძნეთშიც, სადაც ტემპერატურა 42-43 გრადუსს აღწევს.