ბევრ მსგავსებას ვხედავ ბოლო 50 წლის განმავლობაში სინგაპურის ეკონომიკურ ზრდასა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის, - ამის შესახებ GFTN-ის თავმჯდომარის მოადგილე ნეილ ფარაქმა სინგაპურში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პატარა ქვეყნები ბევრად უფრო აქტუალურნი არიან, ვიდრე დიდი ზომის ქვეყნები.
„ჩემი აზრით, რაც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა და შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა და მისმა მოადგილემ განავრცეს, არის ბრწყინვალე აღწერა იმ წინსვლისა, რაც საქართველოში ხდება უკვე რამდენიმე წელია.
ჩემი აზრით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბევრი არც იცნობს საქართველოს წარმატებულ ეკონომიკურ ზრდას. ამიტომ, ჩემი რეკომენდაციაა, რომ ეკონომიკური წარმატების ამბავი, ნიჭის ზეიმი და ქვეყნის აქტუალურობა ყველგან გავრცელდეს და უფრო დეტალურადაც იყოს მოყოლილი - განსაკუთრებით საერთაშორისო საზოგადოებისთვის და კიდევ უფრო მეტად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში - სინგაპურსა და აზიის დანარჩენ ნაწილში. ეს იმიტომ, რომ ნამდვილად საოცარი ამბავია!
როგორც უკვე აღვნიშნე შეხვედრაზე, ბევრ მსგავსებას ვხედავ ბოლო 50 წლის განმავლობაში სინგაპურის ეკონომიკურ ზრდასა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის. ეს პატარა ქვეყნები ბევრად უფრო აქტუალურნი არიან, ვიდრე დიდი ზომის ქვეყნები. ამდენად, ნიჭის განვითარების შესაძლებლობა, ისევე როგორც კულტურათა დიალოგი და ცოდნის გაზიარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნამდვილად საოცარია!“, - აღნიშნა ნეილ ფარაქმა.