ონში, დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირი დასრულდა. ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გამარჯვებულები ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
სწორედ ამ შეჯიბრების შედეგებით დაკომპლექტდება ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც სლოვაკეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.