თბილისის მთავარი გამზირი დღეს, ღამის 12:00 საათიდან ყველანაირი ტრანსპორტისთვის იკეტება. რუსთაველზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება.
მოძრაობა შეიზღუდება ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთში, ასევე კოსტავას ქუჩის ნაწილზე. 2 კილომეტრის მანძილზე სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სადენები მიწის ქვეშ გადავა, დაიგება ახალი ასფალტი, მოეწყობა ქვეითთა გადასასვლელები.
სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.