გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯია-ს" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
"ენერგო-პრო ჯორჯია-ს" ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივლისს 11:30-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბაზალეთი, ჩანადირთკარი, მლაშე, შალიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.