კაშ პატელი ოქტომბერში რუსეთში გამგზავრებას გეგმავს. გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, შესაძლოა, რუსეთს 14-15 ოქტომბერს ეწვიოს, - ინფორმაციას POLITICO აშშ-ის ოფიციალურ პირზე და გეგმებთან დაკავშირებულ სხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც POLITICO წერს, პატელი ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი სანკტ-პეტერბურგში ჩავა, თუმცა, როგორც წყაროები აღნიშნავენ, შეიძლება, ვიზიტის გრაფიკი შეიცვალოს.
მედიის ცნობით, სავარაუდოდ, პატელს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში მიიღებენ. ვიზიტთან დაკავშირებით გამოძიების ფედერალური ბიურომ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
FBI-ს ხელმძღვანელის ვიზიტი ბოლოს რუსეთში 2013 წელს შედგა.