21 ივლისი 2026,   04:42
ვრცლად
ქუთაისში პესტიციდების და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქუთაისში (ჭავჭავაძის გამზირი N 51) შპს "ალგო 2014" და ინდივიდუალური მეწარმე ც. ა.-ს ობიექტები შეამოწმეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"ბიზნესოპერატორები, აგროქიმიკატების რეალიზაციას, რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე ახდენდნენ.

კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტები დაჯარიმდნენ და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერების ინტერესების დაცვის და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აგრძელებს აქტიურ კონტროლს და ამავდროულად, მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას," - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დღის ამბები