21 ივლისი 2026,   03:03
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატი ნიუ-ჯერსის მითლაიფ სტადიუმზე გრანდიოზული ცერემონიით დაიხურა

მსოფლიო ჩემპიონატი ნიუ-ჯერსის მითლაიფ სტადიუმზე გრანდიოზული ცერემონიით დაიხურა, სადაც სამი მასპინძელი ქვეყნის - ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და მექსიკის კულტურამ ფეხბურთი ერთ დიდ სანახაობად აქცია.

ჯერ იყო მატჩამდე შთამბეჭდავი გახსნა -ფინალური მატჩის დაწყებამდე ჯენიფერ ჰადსონმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.

ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესვენებაზე სუპერ ბოულის სტილის შოუც გაიმართა, სადაც მსოფლიო პოპის ცოცხალ ლეგენდად ქცეული მადონა ბრაზილიელ ვეტერან ფეხბურთელებთან რონალდინიოსთან და რონალდოსთან ერთად გამოჩნდა. შოუში მონაწილეობდნენ, მუნდიალი 2026-ს ოფიციალური ჰიმნის შემსრულებელი შაკირა, ჯასტინ ბიბერი, ქოლდფლეი, ბურნა ბოი და ბითიესი.

დახურვის ცერემონიის მონაწილე არტისტებს შორის კი გარდა მუსიკოსებისა როგორებიც არიან რობი ვილიამსი, პოსტ მელოუნი და სხვები, იყო ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ კრუზიც.

 

დღის ამბები